Digest Logo

რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

1792512513
უპატრონო ძაღლი

„რუსთავში უპატრონო ძაღლს ცოფი დაუდასტურდა“, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აუცილებელია ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირების გამოვლენა!

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება რუსთავიდან თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის შესახებ, რომელიც მოკვდა.

მოქალაქის განმარტებით, მან ძაღლი იპოვა 8 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერში, საიდანაც იმავე დღეს გადაიყვანა ერთ-ერთ კლინიკაში, ხოლო შემდეგ - სხვა კლინიკაში. ამავე დროს, სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული ძაღლის შესახებ.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად ძაღლის პათოლოგიურ მასალაში დადასტურდა დაავადება ცოფი (გამოცდის ოქმი №10367/1).

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას - ყველამ, ვისაც 30 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის პერიოდში ქალაქ რუსთავში, ლეონიძის სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა შავი ფერის ძაღლთან, რომელსაც ყელის არეში თოკი ჰქონდა შებმული, დაუყოვნებლივ მიმართოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისა და შემდგომი მოქმედებების განსაზღვრის მიზნით.

სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, მათ შორის, რუსთავისა და თბილისის ვეტერინარული კლინიკების პერსონალს (კლინიკები:ზოოპლაზა - თბილისი, კოსტავას ქუჩა, ვეტჰაუსი - მიცკევიჩის 70 და რუსთავი - ვეტ სითი), რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას უკვე მიმართეს. აღნიშნულ კლინიკებში ჩატარდა სადეზინფექციო სამ,უშაოები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

გთხოვთ, გამოიჩინოთ გონიერება და დროულად მიმართოთ რაბიოლოგს. დაიცავით საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლე!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ კოლუმბიაში ოქროს მაღარო ჩამოინგრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

⭕ ჰოლივუდური ელეგანტურობა: გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი გალა-საღამოს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ

🎥 „რა უფლება გაქვს, შვილს ტელეფონი წაართვა, როცა თავად 24 საათი გიჭირავს?“ – რუსკა მაყაშვილი შვილების აღზრდის მეთოდზე

✕