Digest Logo

რუსუდან ბოლქვაძე იუბილარია - მსახიობი 67 წლის გახდა

1793962382
რუსუდან ბოლქვაძე

თეატრისა და კინოს მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე დღეს, 6 ნოემბერს იუბილარია. 

იგი 67 წლის გახდა და დაბადების დღე სოციალურ ქსელში თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ადმინისტრაციამ მიულოცა: 

„დღეს თუმანიშვილის თეატრის მსახიობის, ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძის დაბადების დღეა.

ვულოცავთ ქალბატონ რუსუდანს დაბადების დღეს!

ვუსურვებთ ჯანმრთელობას, არაერთ საინტერესო როლს და დიდ შემოქმედებით წარმატებას!“, - წერია გავრცელებულ პოსტში. 

რუსუდან ბოლქვაძემ უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის მიწვევით, მუშაობა დაიწყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალურ სახელოსნოში (ამჟამინდელი თუმანიშვილის თეატრი), სადაც 45 წელზე მეტია მოღვაწეობს. სცენაზე შესრულებული აქვს 40-ზე მეტი როლი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ ღირს ჯადოსნური ამულეტებისა და ოკულტური რიტუალებით აუტკივარი თავის ატკივება “ - რას წერს ხათუნა ნოელი 7 ნოემბრის ტრანზიტზე

🎥 ჯერ ტუჩის გაკეთება და მერე კბილები? ორთოპედი სადავო თემაზე საუბრობს

🎥 ვინირი VS გვირგვინი: როდის არის თითოეული მათგანის გაკეთება რეკომენდებული? - რამაზ ცხვარაძის განმარტება

✕