საახალწლო ზღაპარი დაიწყო - ის, რაც ყველასთვის ახალი წლის განწყობას ქმნის, თბილისის ქუჩებში უკვე გამოჩნდა. დღეიდან ყველას სახლთან კოკა-კოლას ქარავანი ჩამოივლის. ეს
ტრადიცია უკვე მრავალ წელს ითვლის. სანტა კლაუსებით სავსე ქარავანმა, რომელსაც განსაკუთრებით პატარები ელოდებიან, სტარტი უკვე აიღო. ის ნატახტრიდან თბილისისკენ მოემართება. პირველი გაჩერება ევროპის მოედანი იქნება, სადაც მუსიკალური ღონისძიება იგეგმება.