საქართველოს ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას „უდინეზედან“ „მონცაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
გოგლიჩიძე „მონცას“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ის არ შედიოდა „უდინეზეს“ გეგმებში, მიმდინარე სეზონში არ მისცემია თამაშის შესაძლებლობა, ხოლო „მონცაში“, რომელიც სერია A-ში თამაშობს, წესით, პრაქტიკას საკმარისად მიიღებს.
გოგლიჩიძე „უდინეზემ“ შარშან „ემპოლიდან“ შეიძინა, მაგრამ გასული სეზონის პირველ ნახევარში მხოლოდ 9 თამაში ჩაატარა, იანვარში „უოტფორდში“ გაანათხოვრეს და 12-ჯერ ითამაშა, რის შემდგომაც უდინეში დაბრუნდა, ახლა კიდევ ერთხელ გაანთხოვრეს. ასე რომ, „უდინეზეში“ ერთი ქართველი ლეგიონერი იქნება - გიორგი ჩაკვეტაძე.
საბა გოგლიჩიძემ თავი 2024-2025 წლების სეზონში „ემპოლიში“ გამოიჩინა, როცა 33 მატჩი ჩაატრაა, მანამდე კი „ტორპედოში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მას 6 თამაში აქვს ჩატარებული.
„მონცას“ სერია A-ში ორი ტურის შემდეგ ქულა არ მოუპოვებია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ხორვატი ივან იურიჩია, რომელიც სამ ცენტრალურ მცველიან სქემას იყენებს, შესაბამისად, საბა სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობის წევრად განიხილება. აღსანიშნავია, რომ „მონცამ“ ორ ტურში 7 გოლი გაუშვა და დაცვაში გაძლიერება სჭირდებოდა.
„22 წლის ქართველი ფეხბურთელი ლომბარდიულ ქალაქში უკვე ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს“, - წერდა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არავის შეეჯიბრო, გარდა შენი გუშინდელი დღისა“ - რას წერს გია მურღულია
⭕მზად ხართ ახალი სასწავლო წლისთვის? - სახალისო ტესტი მშობლებისთვის