ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა – გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი (100კგ), თამაზ ბიგანაშვილი, საბა ქარდავა (+100კგ) და ნინო პაპიძე (+78).
ქართველი ძიუდოისტებიდან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლუკა ქარდავას ვიხილავთ – ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ძიუდოისტს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობაზე ლუკა ჯავახიშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ვანგს იპონით სძლია და ჩვენს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ბევრი ადამიანი ნიღაბს მოიხსნის და გულწრფელად გაგესაუბრებათ... იქნება შეცდომების აღიარება...“ - ოქტომბრის თვის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის სოფია ბზეკალავასგან 🪐
⭕ზოდიაქოს ხუთი ნიშანი მიმდინარე შაბათ-კვირას ყველა პრობლემას მოაგვარებს
წყარო: 1tv.ge