Digest Logo

„ბევრი ადამიანი ნიღაბს მოიხსნის და გულწრფელად გაგესაუბრებათ... იქნება შეცდომების აღიარება...“ - ოქტომბრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის სოფია ბზეკალავასგან 🪐

1728115611
სოფია ბზეკალავა

როგორი სასიყვარულო პერიოდი გველის ოქტომბერში? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შენი დილა“ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა.

როგორც ასტროლოგმა აღნიშნა, პლანეტა ვენერა ახლა მორიელის ნიშნის ტყვეობის ქვეშ იმყოფება, რაც იმას ნიშნავს რომ ურთიერთობები მეტ-ნაკლებად დაძაბული იქნება.

♈ვერძი

მასთან დალაპარაკება ადვილია, თუმცა მისი წყენაც მარტივია. ტრანსფორმაციის პერიოდი აქვს. უფრო მეტად აცნობიერებს რა აკლდა ურთიერთობებს. მასთან მოლაპარაკება 20-22 რიცხვის შემდეგ გართულდება, ჯობია ვერძთან ურთიერთობა ამ რიცხვებამდე მოაგვაროთ. თვის პირველი ნაწილი გამოიყენეთ პროდუქტიულად.

♉კურო

ბევრი ადამიანი მზად არის კარი შეაღოს მომავალში. თქვენ ჯერ კიდევ გიწევთ დათანხმდეთ სიტუაციას რომელიც არ გინდათ თუმცა გიწევთ. გაუცნობიერებლად გიწევთ შეხვიდეთ მესამე პირი ურთიერთობებში. არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. თუ არ გინდა რომ ბრაზობდეთ ან იტანჯებოდეთ, რესურსი ჩადეთ საკუთარ თავში. თვის ბოლოს კი სხვანაირად მიიღებთ გადაწყვეტილებებს.

♊ტყუპები

თვის პირველ ნახევარში პარტნიორული ურთიერთობების კუთხით შეეცადეთ გაარკვიოთ ყველაფერი. თვის ბოლოს კი შესაძლოა გაშიშვლდეთ ურთიერთობებში. საოცარი გულწრფელობების ამოფრქვევა იქნება. ასევე შესაძლოა მოულოდნელად გაჩენილი ეჭვები გქონდეთ.

♋კირჩხიბი

მთელი თქვენი ყურადღება აქტიურად ტრიალებს ოჯახის გარშემო. პირადი და ოჯახი არის ერთმანეთზე მიბმული. ზედმეტად ხართ კონცენტრირებული ოჯახის წევრებზე. გაქვთ საშუალება გაიაზროთ სად იყო პრობლემა. ემოციების საბოლოო გააზრების პერიოდია.

♌ლომი

თვის პირველი ნაწილში არ მიიღოთ მკვეთრი გადაწყვეტილებები და მიაქციეთ ყურადღება რას ლაპარაკობთ. მომატებულია ემოციური ფონი. თავს ცოტა უსუსურად გრძნობთ და გარანტიებს ეძებთ. ემოციურ ნიადაგზე არ გადაწვათ ხიდები და 12-14 რიცხვის მერე ყველაფერი დალაგდება. პრობლემა შეიძლება იყოს არასწორი კომუნიკაციაც.

♍ქალწული

12 რიცხვამდე დაუთმეთ დრო გაანალიზებას. არ იჩქაროთ.  პარტნიორულ ურთიერთობებში იდეალურ მოდელს ეძებთ. თუ გინდათ იყოს იდეალური თქვენ უნდა მიიყვანოთ აქამდე. არ უნდა შეგეშინდეთ ურთიერთობების. უტოპიურ რისკებზე იფიქრებთ და გაგიჩნდებათ ეჭვები. შესაძლოა მნიშვნელოვანი და გულწრფელი საუბრებიც გქონდეთ.

♎სასწორი

ძალიან მნიშვნელოვანია ფასეულობათა სისტემა. პრიორიტეტებს დაალაგებთ ურთიერთობებში და განსაზღვრავთ  ბევრ რამეს. კონფლიქტური სიტუაციები გექნებათ. დრამები და ეჭვიანობაც იქნება რაღაც დოზით, მაგრამ ბევრი ადამიანი ნიღაბს მოიხსნის და გულწრფელად გაგესაუბრებათ. თვის მეორე ნახევარში არის იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც საერთო გამონახოთ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა.

♏მორიელი

ყველაზე გარდამტეხი თვე არის თქვენთვის. მოიხედეთ ზურგს უკან. საბოლოოდ მოხდება გადაფასება როგორ აფასებდით ურთიერთობებს. საბოლოოდ გაუსწორებთ თვალს წარსულს. ბევრის შემთხვევაში იქნება შეცდომების აღიარება და თვალის გასწორება. თვის პირველ ნაწილში ხართ ქარიზმატულები და გაქვთ საშუალება ინიციატივა გამოიჩინოთ.

♐მშვილდოსანი

უსწორებთ თვალს საკუთარ შიშებსა და აგრესიას. ზოგჯერ ადეკვატურად გამოხატული აგრესია მისაღები უნდა იყოს. უნდა მიხვდეთ რა დისკომფორტი გაქვთ ურთიერთობებში. ბევრი ადამიანი გამოიჩენს ინტერესს და მიდის დიდი ტრანსფორმაცია. მოგემატებათ შარმი და მომხიბვლელობა.

♑თხის რქა

ძალიან ბევრი ფაქტორი მიმდინარე თვის განმავლობაში გადის ზღვარზე და იაზრებთ პასუხისმგებლობებს. სახელის დარქმევა მაინც მოგიწევთ ურთიერთობებისთვის. საკმაოდ ხანგრძლივი ტრანსფორმაცია გელით. თუ გარბიხართ ურთიერთობიდან, საპირისპირო მხრიდან პრეტენზიები დაგროვდება. ბევრი ადამიანი მოიკრებს გამბედაობას.

♒მერწყული

გაქვთ შანსი უმკურნალოთ ურთიერთობებს და მიხვდეთ, რომ ხანდახან საჭიროა მოსმენა. ასევე შესაძლოა განვითარდეს სიტუაცია სამსახურებრივად. გქონდეთ სამსახურში რომანები. უცნაური რომანებიც გელით. სპონტანური ურთიერთობები ვითარდება სამეგობროში.

♓თევზები

თვის პირველი ნაწილი არის კარგი ურთიერთობებისთვის განსაკუთრებით თუ კავშირი გაქვთ უცხოეთთან. თუ დისტანციაა თქვენს შორის პირიქით კარგიც შეიძლება აღმოჩნდეს. დრამატულ და ამბიციურ მიდგომებს მიაქციეთ ყურადღება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს ხუთი ნიშანი მიმდინარე შაბათ-კვირას ყველა პრობლემას მოაგვარებს

🎥 „ქალაქი, სადაც ყველაფერი დაიწყო...“ - ანუკი არეშიძის საინტერესო ვლოგი მილანიდან

დღეს და ხვალ, 5-6 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ გაიმართება