Digest Logo

„საბჭოთა იმპერიულმა მანქანამ ისე იმუშავა, რომ ეს დღე უნდოდათ ამოეშალათ საზოგადოების მეხსიერებისგან“ - ირაკლი ბათიაშვილი 26 მაისზე

1779737792
ირაკლი ბათიაშვილი

საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების მონაწილე, ფილოსოფოსი და პროფესორი, ირაკლი ბათიაშვილი სტუმრად გადაცემაში „ჩემი საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ვულოცავ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე დიდი მამულიშვილის მერაბ კოსტავას დაბადების დღეს.  მე მინდა გავიხსენო 1988 წლის 26 მაისის აქცია. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, რომელიც აღმოჩნდა საკვანძო მნიშვნელობის. როცა 26 მაისი ახლოვდებოდა ჩვენ შევიკრიბეთ, ორგანიზატორი პირები და წავიდა თემაზე კამათი, გარკვეული ნაწილი ვამბობდით რომ ჩატარებულიყო აქცია და მიტინგი, რადგან გვემცნობებინა ხალხისთვის რას ნიშნავს ეს დღე ჩვენთვის.

მეორე მხარეს იყო ზურაბ ჭავჭავაძე და ზურაბ ჩხეიძე, რომელთაც ჰქონდათ საინტერესო აზრები. ისინი ამბობდნენ, რომ აქციის ჩატარებას არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, რადგან საზოგადოების 90%-ს არ ჰქონდა ინფორმაცია რა არის 26 მაისი. მაშინ საბჭოთა იმპერიულმა მანქანამ ისე იმუშავა, რომ ეს დღე უნდოდათ ამოეშალათ საზოგადოების მეხსიერებისგან“, - ამბობს ირაკლი ბათიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნოე ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ არაერთხელ შეცვალეს ტექსტი და 25 მაისის ღამეს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა“ - გოდერძი შარაშია

🎥 „თავს არ ვზოგავ, ღამეებს ვათენებ...მინდა, რომ ჩემს ვიდეოებს ფილმებივით უყურებდეთ“ - გიორგი ჯობავას თავგადასავალი ტანზანიაში

🎥 „მეოთხე ვაჟკაცი...ჩემი იმპერია იზრდება!“ - რომან დოლიძე შვილს ელოდება