
საზოგადოებაში ხშირად ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ღალატია. დღემდე აქტუალურ კითხვად რჩება - განსხვავდება თუ არა ქალისა და კაცის ღალატი?
საქართველოში გავრცელებული სტერეოტიპების მიხედვით, ქალის ღალატი უპატიებელ შეცდომად არის შერაცხილი, რაც კაცის შემთხვევაში „ნებადართულია“.
ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია და მსახიობი დავით ხურცილავა, იგივე ჯაპანა ჩვენს ქვეყანაში არსებული სტერეოტიპებისა და ტრადიციების შესახებ გადაცემა „დღის პოსტის“ ეთერში საუბრობენ.
„მე სულ ქალების გარემოცვაში გავიზარდე. ქალი იყო ყოველთვის კაცის დონეზე ჩემს ოჯახში, არ მახსოვს ოდესმე პირიქით ყოფილიყოს. საბოლოო სიტყვა მე თუ მკითხავთ, ქალისაა ოჯახში. დიდი საქმეა, როცა ბავშვს ზრდი ეს არის პასუხისმგებლობა, ის კი არა, რომ გავარდები და სადმე იმუშავებ“, - აღნიშნა დავით ხურცილავამ.
ლიზა ვადაჭკორიას თქმით, ყველას უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, თუმცა ხშირად ქართველი ადამიანები სხვის აზრზე არიან დამოკიდებულები, სწორედ ამიტომ ისინი ხშირად ფიქრობენ იმაზე თუ „რას იტყვის ხალხი“.
„საბედნიეროდ იცვლება ტრადიციები და სტერეოტიპები. უახლოეს წარსულში ქალი უნდა ყოფილიყო სახლში და ეზრუნა ბავშვებზე, ხოლო კაცს უნდა ემუშავა. როდესაც ადამიანს აქვს არჩევანი და არჩევანის ღირებულება ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანის ცხოვრებაში. ქალს არ ეპატიება, კაცს არ ეპატიება. ეს არის ამ ორი ადამიანის პრობლემა. ყველაზე ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება სოციუმს. ცოლს და ქმარს თუ მოუვიდა მსგავსი, რამ ისაუბრეთ ერთმანეთში, ეს არ არის საზოგადოების განსახილველი თემა“, - ამბობს ლიზა ვადაჭკორია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ... ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?