
ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც მან საქართველოს ისტორიასა და მსოფლიო ასპარეზზე ჩვენი სამშობლოს როლზე ისაუბრა:
„არ მეგულება ადამიანი, წიგნიერი, უწიგნური, რომელსაც არ უფიქრია რას ვაძლევთ ჩვენ კაცობრიობას, რა მისცა საქართველომ კაცობრიობას, რა ვართ. სიცოცხლე არ არის დანაწევრებული ერთ ადამიანში, ერში, ხეში, ცხოველში - ვაჟა ფშაველა ასე ხედავს, დანაწევრებული კი არა, სიცოცხლე ერთიანი, დიდი, ნათელი სივრცეა. ამ სივრცეში კი ყველა ერთმანეთს ავსებს, ერთი პატარაც კი თუ გამოაკლდა, დიდი სიცოცხლის სხეული ზიანდება.
ცალკეული ადამიანის აღზრდაა საჭირო იმისთვის, რომ ერი აღიზარდოსო, ასევე საჭიროა ერი აღიზარდოს იმისთვის, რომ კაცობრიობა განვითარებული ოჯახი იყოს, ყველა ერმა თავისი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროშიო“, - ამბობს ლელა რაზიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: