Digest Logo

🎥 სად გადის ზღვარი ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიას შორის და რატომ გვეშინია სპეციალისტთან მისვლის - ფსიქიატრი ხატია სულაბერიძე ოთარ ტატიშვილის პოდკასტში

1793286661
 ხატია სულაბერიძე

რა განსხვავებაა ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს შორის, რატომ არის ქართულ საზოგადოებაში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მრავალი სტიგმა და შიში შემორჩენილი და როგორ უყურებენ ამ საკითხს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ექიმისა და მსახიობის ოთარ ტატიშვილის პოდკასტში „ოთარი ექიმო“ ფსიქიატრმა ხატია სულაბერიძემ ისაუბრა, რომელიც სპეციალისტების როლზე, მედიკამენტური მკურნალობის მნიშვნელობასა და პაციენტებთან მუშაობის გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას:

სად გადის ზღვარი ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიას შორის და რა აქვთ საერთო ამ ორ სპეციალობას?

ხატია სულაბერიძე: ფსიქიატრი არის ექიმი, ფსიქოლოგი კი არ არის პროფესიით ექიმი. ფსიქიატრი სვამს დიაგნოზს და იწყებს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ფსიქოლოგი მხოლოდ საუბრით შემოიფარგლება. მას მედიკამენტური ჩარევის შესაძლებლობა არ აქვს. ერთად კი ეს ორი არის ძალიან კარგი კომბინაცია.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში არის აზრი სკეპტიკური ფსიქიატრთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში პაციენტებს ურჩევნიათ მხოლოდ ფსიქოლოგთან მივიდნენ, ან მოვიდნენ ჩემთან, როგორც ფსიქიატრთან და აღმიქვან ფსიქოლოგად. ხშირად გვაქვს ასეთი შემთხვევები.

ყველა პაციენტი ვინც ჩვენთან მოდის, არ გადის მედიკამენტურ მკურნალობას. ზოგჯერ არ არის საჭირო ამიტომ ვამისამართებთ ფსიქოლოგთან. ან პირიქით ფსიქოლოგები უშვებენ ჩვენთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან უჭირს ადამიანებს, თუ კი ერთ-ერთთან მაინც მივლენ, ეს უკვე დიდი პროგრესია.

რატომ არის სტიგმა ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან მისვლა ქართულ საზოგადოებაში?

ხატია სულაბერიძე: რატომღაც ასე აღიქმება ხოლმე, რომ იმ შემთხვევაში უნდა მიხვიდე ფსიქიატრთან თუ სერიოზული ფსიქიკური პრობლემა გაქვს, მარტივად რომ ვთქვა ქვებს უნდა ისროდე, რომ ფსიქიატრს მიაკითხო. ეს რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება. კომუნისტური დროიდან გამოყოლილი სტიგმაა.

თაობების მიხედვით კი ძალიან ხშირი არის ახალგაზრდების მომართვა. ისინი თავისუფლად მოდიან და განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. მაგრამ უთქვამთ: „მე რომ ახლა ფსიქიატრთან ვარ, ოჯახის წევრებმა არ იციანო“. იმასაც ამბობენ, რომ თუ ოჯახში მსგავსი რამ გააჟღერეს, უფროსები პასუხობენ: „შენ ფსიქიატრი არ გჭირდებაო“. ხშირად ყოფილა, რომ მოუყვანია დედას შვილი და ისე წარმოუცენია მისი მდგომარეობა, რომ ყველაფერს ამბობს იმის გარდა რაც ჩვენთვის, სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანია.

ეს ყველაფერი შიშის გამოც ხდება. ასევე მცდარი მოსაზრება მედიკამენტების მიჩვევასთან დაკავშირებით. ამიტომ მესმის მათი. ფსიქიკური დაავადების დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც კარგად ხდება ადამიანი, ამ კარგად გახდომის შემდეგაც შენარჩუნდეს სტაბილური მდგომარეობა. ეს კარგად გახდომის გზა კიდევ მარტივი არ არის.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 113 წელი სიცოცხლე და სასწაულები მცხეთაში: ვინ იყო სქემმონოზონი აბრაამი, რომლის საფლავიც სამთავროს მონასტრის ეზოშია - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

⭕ რეტრო-პლანეტები, ახალმთვარეობა და მოულოდნელი ცვლილებები - რა გველის 2026 წლის ნოემბერში: თამარ ხოსროშვილის პროგნოზი

⭕რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვი შუადღის ძილზე უარს ამბობს? - მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მშობლებს

✕