Digest Logo

სად რა ღონისძიებები გელოდებათ დღეს „თბილისობაზე“

1696141646
თბილისობა 2023

დედაქალაქში სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2023“ აღინიშნება.

ღონისძიებები სამ ლოკაციაზე რიყის პარკში, აბანოთუბანში, ასევე, ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

დაგეგმილია გასართობი, მუსიკალური და შემეცნებითი ღონისძიებები.

„12:00 საათიდან აქტიური იქნება ყველა სივრცე.

რიყის პარკი, ორბელიანის მოედანი და აბანოთუბანი უკვე ელოდება ვიზიტორებს.

23:00 საათამდე აქ მოსულ ადამიანებს დახვდებათ „გასტრონომიული ფესტივალი“, „ღვინის ფესტივალი“, სამეწარმეო მარკეტი, სხვადასხვა სცენაზე გამართული კონცერტები.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ცენტრალური სცენა დღეს უმასპინძლებს პატარებისთვის საყვარელ ჟოზეს, „ანა-ბანას“, „ბასტი ბუბუს“ და ასევე, დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ცნობილი შემსრულებლების კონცერტები“, - განაცხადა თბილისის მერიის ღონისძიების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „მოთქვამენ - სად დაიკარგა დისციპლინა?! რომელ დისციპლინას დაეძებთ ძალიან ძვირფასებო? ყურის აგლეჯას, თმების დაწიწკვნას, დანარჩენი ბავშვების წინ შერცხვენას, კუთხეში დაყენებას?“ - გიორგი კეკელიძე

🎥 ნუცა ბუზალაძე დედასთან ერთად ამღერდა

🎥 ნანუკა ჟორჟოლიანი საოცარ ფორმაშია - ტელეწამყვანი შავ კომბინეზონში პოზირებს