Digest Logo

საერთო სამაგისტრო გამოცდები დასრულდა

1784904895
საერთო სამაგისტრო გამოცდები

დღეს, 24 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატებმა გამოცდა ორ სესიად ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში ჩააბარეს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ბათუმის N1, N9 და N10 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გაეცნო.

წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილში გამოცდა მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის 23 ივლისს უკვე ჩატარდა. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების სურვილი წელს 10 000-ზე მეტმა პირმა გამოთქვა.

ჯამში, ორივე საგამოცდო დღეს გამოცხადდა რეგისტრირებულთა 83%-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცხადდა.

დღესვე, საერთო სამაგისტრო გამოცდის პარალელურად, მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა აზერბაიჯანული ენის გამოცდა ჩააბარეს. გამოცდაზე რეგისტრირებულთა 79%-მდე გამოცხადდა.

საგამოცდო პროცესი კვლავ მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებით გაგრძელდება და 29 ივლისს დასრულდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა შენ ბიოლოგიურად ცოცხალი ხარ, თუ გარდაცვლილი ხარ“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕„წლობით ინახავთ წყენას? - შინაგან სასამართლოს ქმნით, სადაც პროცესი არასდროს სრულდება“: რას წერს რამაზ გიგაური

⭕„25 ივლისს დაწერეთ თქვენი შიშები და იმავე დღეს დაწვით“ – ასტროლოგის რჩევები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად