Digest Logo

🎥 რატომ არ შეიძლება გაჩუქონ ნახევრად ძვირფასი ქვები, ბეჭდები, ჯვარი - „არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ გზაჯვარედინთან, სასაფლაოსთან დაგდებული მონეტები“

1724262589
გოგა მანია

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

„რატომ არ შეიძლება გაჩუქონ ნახევრად ძვირფასი ქვები, ბეჭდები, ჯვარი. ან თუ გაჩუქებენ, მათი გასუფთავება აუცილებელია. 

ჯვარს რაც შეეხება, თუ ის გამოყენებულია ჯადოსთვის, მაგიისთვის, მას შეუძლია თქვენზე გადმოიტანოს მთელი უბედურება. 

ყურადღებით იყავით ნივთებთან, ასევე ქუჩაში დაგდებულ მონეტებთან, არავითარ შემთხვევაში არ აიღოთ გზაჯვარედინიდან, სასაფლაოსთან დაგდებული მეტალები.

ბევრ თქვენგანს საძინებელში აქვს ნემსები, ძაფები, მაკრატელი, ეს არ შეიძლება. ნუ გააჩერებთ საძინებელ ოთახში მათ, რადგან ეს წარმატებას ბლოკავს.

საძინებელში ფეხსაცმლის შელაგება მიუღებელია და ბლოკავს ფინანსურ კეთილდღეობას. საფულის დადება მაგიდაზე არ შეიძლება, რადგან ფულის ენერგია მაგიდისთვის არ არის“, - ამბობს გოგა მანია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

გაიგეთ, როდის გაყენებთ ბედი დარტყმებს

ბათუმში ახალგაზრდა კაცს სკუტერი შეეჯახა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

„ყოველი წამი ფუჭიაო უსიყვარულოდ, მხოლოდ სიყვარული გაგვყვებაო იმქვეყნად - სხვა ყველაფერი გაქრება და დაიკარგება, ყველაფერი ამაოებააო...“ - თამარ მამაცაშვილი