ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ასტროლოგიურად კვანძულად საბედისწერო, კრიტიკულ პერიოდს გადის. ზოგადად, როგორი ნიჭიერიც უნდა იყოს ადამიანი, რასაც უნდა აკეთებდეს, გათვითცნობიერებული აქვს ეს თუ არა, მისი ცხოვრება ექვემდებარება არა რაიმე პირად, არამედ კოსმოსური ამოცანების გადაჭრას. როცა ესა თუ ის ნიჭი თავისთავად იწყებს გამოვლინებას, სწორედ ესაა ადამიანისთვის კოსმოსური ამოცანის წინაშე დადგომა.
თუ ადამიანი ცხოვრობს მასთან მისადაგებული ასტროლოგიური, სამხრეთის კვანძების მითითებების შესაბამისად, აკეთებს მხოლოდ იმას, რაც კარგად ესადაგება მის ინტერესებს, საქმე ადვილად გამოსდის. მაგრამ, როცა ცხოვრება კონფლიქტში შედის ბედისწერასთან და ბედი სჯის ადამიანს, მას ხელიდან ეცლება ყველაფერი, რასაც მანამდე მიაღწია. ამ დროს, ის მხოლოდ თანდაყოლილი თვისებების ხარჯზე ცხოვრობს და ვერ ავითარებს ახალ საჭირო თვისებებს. სამხრეთის კვანძი გვეუბნება: „მე ვემსახურები მატერიალურ სამყაროს და საკუთარ სხეულს. ჩემთვის ადვილია, მაგრამ მე არ ვვითარდები დღითი დღე და ამიტომ ვისჯები“.
თუ ადამიანი ჩრდილოეთის კვანძის მითითებების მიხედვით ცხოვრობს, აკეთებს მისთვის საინტერესოს, საკუთარ თავს სულიერი განვითარების საშუალებას აძლევს და დახარჯული ენერგია აღემატება შედეგებს, მაშინ ბედის მხრიდან დარტყმა არ არის მოსალოდნელი. თუმცა, ჩრდილოეთის კვანძისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია, რადგან ის ადამიანისგან ითხოვს უცნობი და ახალი თვისებების გამოვლენას. ჩრდილოეთის კვანძი გვეუბნება: „მე ვემსახურები სულიერებას, ჩემთვის რთულია, მაგრამ, თავისუფალი ვარ და ვიხვეწები დღითი დღე“.
როდესაც ადამიანი 16-დან 18-მდე, 26-დან 28-მდე, 36-დან 38-მდე, 46-დან 48-მდე და 56-დან 58-მდე წლებს გადის, ამ პერიოდში მთვარის კვანძები საწყის პოზიციებს უბრუნდება. ეს ჩვენთვის არის ცხოვრების საკვანძო მომენტები, რომლებიც გვაიძულებენ, შევაფასოთ და გავიაზროთ განვლილი ცხოვრება, ვიპოვოთ წარუმატებლობა-წარმატებების მიზეზები. ეს პერიოდები გვეხმარება, კორექტივები შევიტანოთ ცხოვრების სტილში და წარსულის შედეგების შესაბამისად გვაძლევენ გეზს მომავლისთვის. ზოგ შემთხვევაში კი, ეს კრიტიკული წლებიცაა.
16-დან 18 წლების პერიოდში იწყება ჩრდილოეთის კვანძის სრული გააქტიურება და ჩართვა – დამოუკიდებელი ცხოვრება, დაძაბული და მტკივნეული ფსიქოლოგიური პროცესი. ამ დროს ხდება ბავშვობიდან მოზრდილის მდგომარეობაში გადასვლა.
26-დან 28-მდე და 36-დან 38-მდე წლების პერიოდში ადამიანებს უწევთ მთავარი გამოცდების ჩაბარება. ამ დროისთვის ადამიანს მიღებული აქვს განათლება, არჩეული აქვს პროფესია, ცხოვრების გზა. ასევე, შეცნობილი აქვს ცხოვრების ავ-კარგი და ზრუნავს მატერიალურ და სულიერ კეთილდღეობაზე. ამ პერიოდში ხშირია ღალატი, ოჯახის დანგრევა, დაოჯახება, სამუშაოს დაკარგვა ან ახლის ძიება, გახდომა ან გასუქება და ასე შემდეგ, ანუ, შეიძლება, მთელი ცხოვრება თავდაყირა დადგეს და შეიცვალოს.
56-დან 58 წლამდე კი იცვლება ამოცანები, მიზნები, გემოვნება. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი ხვდება, რა უნდა. ასევე, დგება შინაგანი კრიზისისა და ღრმა შინაგანი გადახალისების პერიოდი. ამიტომ, ეცადეთ, ამ დროს არ მოდუნდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს, მისწრაფებებს და მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ენერგია და რესურსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბათუმში ახალგაზრდა კაცს სკუტერი შეეჯახა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა
⭕„გვარში მატება გვაქვს, გამრავლდით“ - დარეჯან კვარაცხელია
წყარო: tbiliselebi.ge