შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით გომისმთაზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა.
შსს-ს ცნობით, მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხოლო დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შესაძლოა, სწორედ დღეს მიიღო სასიხარულო ამბავი“ - რას წერს თაკო მელიქიქშვილი