Digest Logo

🎥 „სახლიდან ძვირფასი ნივთები წაიღო და ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო, მშობლების მობილურები აიღო, სიმ-ბარათები ამოიღო.. მკვლელობის შემდეგ კი ჩართო“ - საზარელი მკვლელობის დეტალები

1651337261
ვაზისუბნის ამბები

რამდენიმე დღის წინ ვაზისუბანში, ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ბინაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს. პირველადი ვერსიით, გარდაცვალება ხანძარს დაუკავშირეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარს ცეცხლსასროლი იარაღით  ჰქონდა  ჭრილობები მიყენებული. 

მკვლელობაში ბრალდებულია გარდაცვლილი ცოლ-ქმრის შვილი გიორგი ბეროზაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მშობლების მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

გახმაურებული ამბის საზარელ დეტალებზე მასალა „ტვ პირველის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს.

„მამაჩემის მკვლელობის შემდეგ, დების ოთახში წავედი, სადაც დედას ეძინა, როცა კარი შევაღე თავი წამოსწია, ვიფიქრე, რომ ის ჩემთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ვიფიქრე, რომ მამის მკვლელობა გაიგო. დედის მკვლელობაც გადავწყვიტე. დედასაც იარაღით თავში ვესოლე", - წერს გიორგი (დუჩა) ბეროზაშვილი.

დედა ერთი გასროლით არის მოკლული, ირკვევა ისიც, რომ ბეროზაშვილმა დედა, ლელა თავაძე დების ოთახში მოკლა, თუმცა შემდეგ დერეფანში გამოიტანა.  რაც შეეხება მამას, ის მთლიანად დამწვარი იყო.

დუჩა ბეროზაშვილი ჩვენებაში მამასთან კონფლიქტის მიზეზებზეც საუბრობს, ამბობს, რომ დაპირისპირება 2019 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაზა ბეროზაშვილმა მას ავტოფარეხში 40 000$ აჩვენა და უთხრა, რომ მას მალავდა. 

„მალევე მე აზარტული თამაშები დავიწყე, როცა ონლაინ კაზინოსთვის ფული მჭირდებოდა, მას მამაჩემის დანაზოგიდან ვიღებდი. ჯამში ამ თანხიდან ტოტალიზატორში 21 000$ გადავრიცხე. კონფლიქტი ჩვენს შორის იმ დღეს გამწვავდა, როცა მამამ ავტოფარეხიდან თანხის სახლში ატანა მთხოვა. აღმოჩნდა, რომ ფული გაცილებით ნაკლები იყო. ამის გამო ვიჩხუბეთ, მან იარაღი დამიმიზნა", - აცხადებს ბრალდებული. 

გიორგი ბეროზაშვილი პოლიციას უყვება იმასაც, რის შემდეგ გადაწყვიტა მამის მკვლელობა. მისი თქმით, მამა მისგან ფულის დაბრუნებას მოითხოვდა და ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ პოლიცია დატოვა.

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს, რომელმაც მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ყოჩაღ, დოიჯას საფლავი როგორც ზურას ეკუთვნოდა ისეა, სადა, ყვავილებით გაწყობილი, ლამაზი სურათით“ - რას წერს მიხეილ ზაქარიაშვილი

🎥 „ვფიქრობდი, იმას, რომ მეუღლეს არაფერი დამართნოდა... გეყოლათ ვაჟი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიღუპა“ - უცნობი ამბავი დავით გომართელზე

„ფიქრობ, რომ ცვლილებების დრო მოვიდა? მართალი ხარ! მზად ხარ რყევა-შენებისთვის? ამ „ვიქენდზე“ უკეთესს ვერაფერს გაუკეთებ საკუთარ თავს“ - ასტროლოგის რჩევა საზოგადოებას