Digest Logo

„ყოჩაღ, დოიჯას საფლავი როგორც ზურას ეკუთვნოდა ისეა, სადა, ყვავილებით გაწყობილი, ლამაზი სურათით“ - რას წერს მიხეილ ზაქარიაშვილი

1651332009
ზურა დოიჯაშვილი

კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეგობარზე, მომღერალ ზურა დოიჯაშვილზე წერს და ამბობს, რომ დღეს მის საფლავზე იყო ასული. გარდა ამისა, კომპოზიტორი გარდაცვლილი მომღერლის მეუღლეს მადლობას უხდის.

„დღეს გულზე მომეშვა, ყველას საფლავი მოვინახულე – მამაჩემის, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის.

ერთი ემზარა და მამაო დამრჩა! არავის საფლავი არ გადამიღია, დოიჯას საფლავი კი…

არ მიყვარს საფლავების გადაღება და აფიშირება, რომ ვიყავი. მე როცა მინდა, მაშინ ავდივარ. იმიტომ გადავიღე, რომ გითხრა დიდი მადლობა, ქეთი. ყოჩაღ, დოიჯას საფლავი, როგორც ზურას ეკუთვნოდა, ისეა, სადა, ყვავილებით გაწყობილი, ლამაზი სურათით…

კვერცხი გავაგორეთ და სანთლებიც აუნთო ნინომ, მე კი ვიჯექი და სევდიანად ვიხსენებდი მე და დოიჯას კურიოზებს და განვლილ ცხოვრებას! ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული”, - წერს მიხეილ ზაქარიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „ვფიქრობდი, იმას, რომ მეუღლეს არაფერი დამართნოდა... გეყოლათ ვაჟი, რომელიც რამდენიმე დღეში დაიღუპა“ - უცნობი ამბავი დავით გომართელზე

„ფიქრობ, რომ ცვლილებების დრო მოვიდა? მართალი ხარ! მზად ხარ რყევა-შენებისთვის? ამ „ვიქენდზე“ უკეთესს ვერაფერს გაუკეთებ საკუთარ თავს“ - ასტროლოგის რჩევა საზოგადოებას

„8 წლის ვიყავი ექოზე ექიმმა რომ მითხრა, უშვილო ხარ ისეთი პატარა საკვერცხეები გაქვსო, შვილო არასოდეს გეყოლებაო... ძალიან განვიცადე, სული მეწვოდა“ - ლელა მაისურაძე