Digest Logo

„ფიქრობ, რომ ცვლილებების დრო მოვიდა? მართალი ხარ! მზად ხარ რყევა-შენებისთვის? ამ „ვიქენდზე“ უკეთესს ვერაფერს გაუკეთებ საკუთარ თავს“ - ასტროლოგის რჩევა საზოგადოებას

1651328583
ასტროლოგი დავით ნიბლაძე

„პირველ მაისს ახალი მთვარე და მზის ნაწილობრივი დაბნელებაა კუროში. ეს დაბნელება განსაკუთრებულია თავისი ბუნებით“, - ამის შესახებ ასტროლოგი დავით ნიბლაძე სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას რამდენიმე რჩევას აძლევს.

„ფიქრობ, რომ ცვლილებების დრო მოვიდა? მართალი ხარ! 

პირველ მაისს ახალი მთვარე და მზის ნაწილობრივი დაბნელებაა კუროში.

ეს დაბნელება განსაკუთრებულია თავისი ბუნებით.

კურო მიწის ფიქსირებული ნიშანია, რომლისთვისაც სიმყარე და გარანტიები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ნიშანს უჭირს გაშვება, ცვლილებების მიღება და ცდილობს, შექმნილი მატერიალური თუ ემოციური კომფორტი რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. დაბნელება კი პირიქით, სრულიად განსხვავებული ენერგიის მატარებელია და ცვლილებებისა და საჭირო თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ მოგვიწოდებს. სიტუაცია დაახლოებით იმ სცენარს ჰგავს, ბავშვი პირველად რომ უნდა გავიდეს დიდი აუდიტორიის წინაშე, მორიდებისა და შიშის გამო რომ კულისების დატოვება არ უნდა მაგრამ მაინც არ ასცდება მომზადებული ნომრის წარდგენა.

ის, რაც შესაცვლელი გვაქვს, იდეაში უცხო აღარაა. დაბნელება შეერთებაშია ურანთან. ეს პლანეტა უკვე საკმაოდ ხანია კუროშია და ცდილობს მოარღვიოს კუროსეული სტანდარტები, შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების ზუსტად იმ ნაწილში შემოიტანოს მკვეთრად განსხვავებული სიახლეები, რასაც ყველაზე მეტად ვართ შეჩვეული. უკვე ვიცით, რომ სცენაზე უნდა გავიდეთ, შესაძლოა, აქამდე ფეხიც ვითრიეთ, მაგრამ ახლა, სწორედ ახლაა დრო, რომ ვინმეს ხელის კვრის გარეშე, ჩვენივე ნებით გადავიდეთ მოქმედებაზე. გავუშვათ ის, რაც გასაშვებია და დავიწყოთ ახალი, გაცილებით მაღალი სტანდარტების შესაბამისი რეალობის შენება.

რატომ უფრო მაღალი სტანდარტები? იმიტომ, რომ დაბნელების დროს ვენერასა და იუპიტერის ზუსტი შეერთება გვაქვს თევზებში. ამ ნიშანში ორივე პლანეტა ბრწყინვალედ გამოხატავს თავის ბუნებას. ეს უდიდესი სიყვარულისა და სიკეთის ენერგიაა, რომელიც ჩვენში, ყველა ადამიანშია ჩადებული. იმოქმედე გულით და საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობით, იყავი შენს თავთან მართალი, შენი ღიმილიც გულწრფელი იყოს და გადადგი ახალი ნაბიჯები შენი პიროვნული ღირებულებების შესაბამისად. პლანეტების ასეთი კომბინაცია ჩვენს თავთან, ჩვენს ინდივიდუალურ ღირებულებებთან და საჭიროებებთან გვაბრუნებს. ამიტომ დაუკვირდი ახლა სად ხარ, რა გაკლია, სად გინდა იყო და რა გინდა გქონდეს, აიღე ბლოკნოტი და კალამი, მოკალათდი კომფორტულად, მოიდგი სასუსნავები და გადაეშვი მიზნებში.

ამ „ვიქენდზე“ უკეთესს ვერაფერს გაუკეთებ საკუთარ თავს.

იმისაც თუ ჩახედავ, შენს რუკაში რომელ სახლში მოხვდება კუროს მე-11 გრადუსი და როგორი ასპექტები ექნება დაბადების პლანეტებთან, უფრო მეტ მინიშნებას მიიღებ საჭირო ცვლილებების შესახებ.

მზად ხარ რყევა-შენებისთვის? 16 მაისს უკვე მთვარის დაბნელება გველოდება მორიელში, რომელზედაც მოგვიანებით მოგიყვები.

მშვიდობას და სიკეთეს გისურვებთ!“, - წერია მიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„8 წლის ვიყავი ექოზე ექიმმა რომ მითხრა, უშვილო ხარ ისეთი პატარა საკვერცხეები გაქვსო, შვილო არასოდეს გეყოლებაო... ძალიან განვიცადე, სული მეწვოდა“ - ლელა მაისურაძე

„ამაზე ამაღელვებელი არაფერი მინახავს... მარტო, გვირგვინით ხელში, უკრაინის დროშით, შემოვიდა“ - ვისზე წერს ანა წითლიძე

🎥 BBC: ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა