Digest Logo

🎥 „სალიმ გამომიცხადა, რომ...“ - რატომ დაანება გიორგი ჯობავამ თავი ქორწილების გადაღებას?

1750172323
გიო ჯობავა

ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლარფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.

ბოლო ერთი თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ იუთუბის და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე. იგი ერთი თვეა რაც იუთუბიზე გამოჩნდა, განათავსა ორი ვიდეო, რომლებმაც უამრავი ნახვა და უკვე 63 ათასამდე გამომწერი მოუტანა.

ამჯერად იგი სტუმრად გადაცემაში „არასერიოზული პოდკასტი“, მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან იმყოფებოდა,  სადაც ახალ საქმიანობასა და იდეებზე ისაუბრა:

„ადრე ვიდეოებს მხოლოდ იმიტომ ვდებდი იუთუბიზე რომ უბრალოდ ყოფილიყო და არ დაკარგულიყო. მთელი დრო იუთუბიზე მუშაობის ამბავში ახლა მოხდა. სანამ ეგ მოხდებოდა სახლში გვქონდა შვიდ საათიანი ლაპარაკი. ღვინის ჭიქებით ხელში და სალიმ გამომიცხადა სალაპარაკო მაქვს შენთანო. გავიფიქრე - რა უნდა. ძალიან იშვიათად ხდება ეგეთი რაღაც. ტიპი მეუბნება - ამ წელსაც თუ ქორწილებში იქნები და ისევ ისე გააგრძელებ, როგორც აქამდე იყავი რწმენას დავკარგავ შენშიო. ძალიან დიდი სტიმულია ეგ ჩემთვის. გყავს ბავშვები, ოჯახი და ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო ეგ ჩვენთვის. ტიპმა მითხრა დაიკიდე საჭმელს ვიშოვით და აკეთე ის, რის გამოც შემიყვარდი და მართლა გიყვარსო.

ევროტურში ვიყავით და სწორედ მაგაზე მითხრა. ჰო ყველაფერი ჩავარდა მაგრამ ადექი და რასაც მელაპარაკები ეგ მოყევიო. სპონსორებიც დავკარგეთ, ბევრი ცუდი რამ დაგვემართა. მაგარი ემოციური ტიპი ვარ, შეიძლება ვიტირო კიდეც. ამ საუბრის შემდეგ მეგონა რომ ლოდი მედო და აღარ მადევს. ის ვის გამოც ნერვიულობ და შრომობ ამ დროს მეუბნება დაიკიდე და აკეთე ის რაც გინდაო. ზუსტად მეორე დღეს დავიწყე ევროტურის ვიდეოს მონტაჟი“, - ამბობს გიორგი ჯობავა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოსალოდნელია კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

⭕ ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

🎥 „საქართველოს სიამაყე შვილი ხარ“ - „მე ხომ შენი ლანდი ვარ“ როლიკო ოქროპირიძის შესანიშნავი შესრულება