
გადაცემა „სხვა რაკურსის“ სტუმრები, სოციალურ პლატფორმებზე გავრცელებული, ცრუ ინფორმაციული ვიდეოების შესახებ საუბრობდნენ.
ერთ-ერთი სტუმარი, ფსიქოლოგი ანა არველაძე იყო, რომელმაც „ტიკ-ტოკზე“ გავრცელებული, ცრუ ინფორმაციით სავსე, დამაზიანებელ ვიდეოებზე ისაუბრა, რომელმაც შესაძლოა ნებისმიერ ადამიანზე იქონიოს ზეგავლენა და მას რეაბილიტაციაც კი დასჭირდეს.
„ძალიან ბევრ ადამიანს, იმაზე მეტი პრობლემა შეუქმნა სოციალურმა ქსელებმა, ვიდრე ერთი შეხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
სამ წუთიანი ვიდეოს ყურების შემდეგ, ადამიანს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე თვიანი რეაბილიტაცია, რომ ფსიქოტრავმა თავიდან აირიდოს.
არ ვსაუბრობთ ერთი კონკრეტული ასაკის წარმომადგენლებზე, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ ადამიანზე, მათ შორის ორი წლის ბავშვზეც, რომელმაც შეიძლება მოკრას თვალი ისეთ ინფორმაციას, ისეთი საკითხი მოისმინოს, ისეთი კადრი ნახოს, რომელიც წარუშლელ კვალს დატოვებს მის განვითარებაში“, - ამბობს ანა არველაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„თავის ჭკუაზე გატარებს ნათლული...“ - ანრი ჯოხაძე პატარა გალასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს