სამების ტაძარში გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდები ორი დღის განმავლობაში გაიმართება.
ინფორმაციისთვის, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მწერალი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა. იგი იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი. მისი შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
22 წლის იყო, როდესაც 2 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა – დოჩანაშვილის მეუღლე გარდაცვლილ შვილზე
ახალგაზრდა შვილიშვილის სიკვდილი, მონასტერში ცხოვრება და სხვა ამბები გურამ დოჩანაშვილზე