რამდენიმე დღის წინ საქართველომ კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი სურვილისამებრ, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
აწ გარდაცვლილ პატრიარქს მომღერალმა ქეთი ჩხაიძემ სიმღერა „უწმინდესო ილია“ მიუძღვნა. ამჯერად კი გადაცემაში „დღის პოსტი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ილია მეორე გაიხსენა და მოჰყვა ისტორია როგორ დაწერა უწმინდესზე სიმღერა:
„პატრიარქის გარდაცვალებამ ძალიან დამამძიმა. ყოველთვის ძალიან მიყვარდა სიცოცხლეშიც, თუმცა მქონდა განცდა, რომ ეს დღე არასდროს დადგებოდა. არ მინდოდა ფიქრი. დაახლოებით სამი დღე არ მიშრებოდა ცრემლი სახეზე, მეოთხე დღეს გარდაცვალებიდან, შუაღამეს გამეღვიძა და დავწერე ეს სიმღერა. ავდექი და დავწერე. ტექსტიც ჩემია და მუსიკაც. შემდეგ წავიღე ეს სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილთან და მოკლედ ერთად ვიმუშავეთ. ჩავწერეთ და დავდეთ, უცებ მოხდა დაახლოებით 24 საათში.
ჩემი სურვილი იყო გლოვა და განცდები გადმომეტანა სიმღერაში. მეშინოდა სიმღერის ჩაწერის დროს არ ავტირებულიყავი. თუმცა, ჩავწერე სიმღერა და აღარ მომდიოდა ცრემლი უბრალოდ. თითქოს ჩემი ვალი იყო გლოვის გადმოტანა. ელვის სისწრაფით იზრდებოდა გამოხმაურება, კომენტარები იყო ათასობით და აქედან ორი ან სამი იყო ნეგატიური. მე ვფიქრობ, რომ როცა ერი გლოვობს, მგლოვიარეს პატივი უნდა სცე და მსგავსი კომენტარებისგან თავი შეიკავო“, - აღნიშნა ქეთი ჩხაიძემ.
ვრცლად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ აპრილის ასტრო-ნავიგაცია: ენერგეტიკული ვაკუუმი და სტრატეგიული პაუზა, რამაზ გიგაურის რჩევები
🎥 ორი ჭიქა ცხელი წყალი და „ტარაკანის პოზა“ - რჩევები მუცლის ცხიმის შესამცირებლად ნინო ვაშაკიძისგან