Digest Logo

🎥 სამხედრო ბაზაზე საცხოვრებლად გადასვლა, ავტომატით დახოცილი ძაღლები და ერთ დღეში დასრულებული ბავშვობა - რას იხსენებს დათო კენჭიაშვილი

1736966659
დათო კენჭიაშვილი

ცნობილი მომღერალი დავით კენჭიაშვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში, მის სიმღერებს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

მის სიმღერებს აქტიურად უსმენენ, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი მისი ცხოვრებისეული ამბები.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ მომღერალი გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო, სადაც მან პირად ცხოვრებასა და წარსულზე ისაუბრა:

„ოჯახს დიდი სურვილი ჰქონდა სამხედრო გავმხდარიყავი, მეც მინდოდა, ოღონდ მფრინავი. დღესაც აქტიურად ვცდილობ მოვიპოვო ფრენის ლიცენზია.

90-იანები იყო, პატარა ვიყავი და ნაკლებად აღვიქვამდი ამ სიმძიმეებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ბაზაზე იყვნენ მეტისები, რომლებსაც ვაჭმევდი, ვუვლიდი და ერთხელ მიწაზე ვიწექი, მეთამაშებოდა, მლოკავდა და მაჯაზე  მკბენდა. 

ერთ დღეს დაიწყო სროლა, ყველა ძაღლი იყო დახოცილი გარეთ რომ გავიხედე. თუ არ ვცდები, რაღაც დაავადება იყო ძაღლებში და ამიტომ გააკეთეს, იმ დროს ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მაშინ მივხვდი როგორი სასტიკი შეიძლება იყოს ადამიანი“, - ამბობს დათო კენჭიაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასეთი გულისცემა სხვა დროს არასოდეს მქონია” - დათო კენჭიაშვილი პირველი სიყვარულის მძაფრ ემოციებზე

🎥 „ისეთი დეპრესია მქონდა, არავინ და არაფერი მინდოდა...“ - რას ჰყვება დათო კენჭიაშვილი დედის გარდაცვალებაზე

🎥 აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, გველი 29 იანვარს შემოდის - რა არ უნდა გააკეთოთ ამ დღეს, თაკო მელიქიშვილის რეკომენდაცია