Digest Logo

„სამსახურის შემდეგ ქორწილში უნდა წასულიყო“ - რას ამბობს გუდაურში გარდაცვლილი მფრინავის ოჯახი

1659178452
გუდაურში გარდაცვლილი მფრინავი

გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო მფრინავი​ ანდრო ქუჯაშვილი.

ოჯახმა იცოდა, რომ როდესაც ანდრო სამსახურს დაასრულებდა მეგობრებთან ერთად ბათუმში, ქორწილში უნდა წასულიყო.

„წავიდა სამსახურში და მოხდა ასეთი რაღაც. ახალი დაწყებული ჰქონდა სამსახური. ბოლო კომუნიკაცია გუშინწინ მქონდა. ქორწილში უნდა წასულიყო ბათუმში და ვეღარ წავიდა. ახლა მიმდინარეობს უკვე ამოცნობა“,- ამბობს გარდაცვლილის ოჯახი „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა.​ ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„პირველად რომ ლევან ჩოხელთან ერთად ვიფრინე, ზამთარი იყო... მეორე დღეა ჩემს სიუჟეტებს ვეძებ, ვუყურებ, ვატრიალებ ამ კადრებს და გული მეგლიჯება“ - მარიკა ბაკურაძის ემოციური პოსტი

🔵🎥 „ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და მის გამო დაიღუპა, მათ ოჯახებს მუხლმოდრკილი ვევედრები, მაპატიეთ“ - გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი პარაპლანისტის დედა

🔵„ვერტმფრენი „ბაბუ“ ხვალ ისევ ცაში აფრინდება...“ - ემოციური პოსტი ზაზა ლორიაზე