
სამტრედიაში მეოთხე დღეა 57 წლის ზაურ ლილუაშვილს ეძებენ.
კაცი სახლიდან 14 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, სად შეიძლებოდა წასულიყო დაკარგული კაცი. ისინი საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ - ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ოჯახს ან დარეკონ 112-ზე.
სამძებრო ღონისძიებებში პოლიცია და შესაბამისი სამსახურები არიან ჩართული.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შეუძლებელი მისია“ - ქეთევან ხატიაშვილი პატარა ილიას სახალისო ვიდეოს გვიზიარებს