Digest Logo

„დილიდან გულაჩუყებული ვარ, სავსე სიყვარულით, მადლიერებით, სიხარულით“ - რას ამბობს იუბილარი თიკა ფაცაცია

1760808444
თიკა ფაცაცია

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, იუბილარია.

იგი 44 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.

ტელეწამყვანმა საზოგადოებას მილოცვებისთვის მადლობა გადაუხადა:

„44 წლის ვარ, ვაშაა...

მადლობა მინდა გითხრათ, დილიდან გულაჩუყებული ვარ, სავსე სიყვარულით, მადლიერებით, სიხარულით. სიტყვაზე მეტი მალამო, გაზიარების უნარი სხვას არაფერს აქვს. 

არ უნდა დაგეზაროს წელიწადში ერთხელ ადამიანს გულით მიულოცო. ძალიან კარგია, ძალიან მიხარია, რომ დავიბადე და ისიც მიხარია, რომ თქვენ გიხარიათ მე რომ დავიბადე“, - ამბობს თიკა ფაცაცია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ზოგჯერ სამყაროს სურს, შეგიცვალოს მიმართულება, მაგრამ შენ ეწინააღმდეგები, რადგან არ გჯერა, რომ უკეთესისკენ მიდიხარ“ - რას წერს ზაზა ჯაიანი

„ხშირად პასუხობს იმ კითხვებს, რომლებიც ქვეცნობიერად გვაწუხებს“ - თამარ ხოსროშვილი ასტროლოგიური რუკების ანალიზზე

„ინახავს გადაუმუშავებელ ემოციებს: შიშს, ტკივილს, დათრგუნვას, უარყოფას“ - საშვილოსნოს ენერგეტიკული მნიშვნელობა