მას შემდეგ, რაც ფილმების არალეგალური საიტი adjaranet.com გაითიშა, ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა adjaranet.to გამოჩნდა, მსგავსი დიზაინით, სახელითა და კონტენტით. ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა „აჭარანეტის” წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ adjaranet.to მათ არ ეკუთვნით.
„გამარჯობა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ეს საიტი, რაც გავრცელდა, adjaranet.to ჩვენ არ ვართ და სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვბრუნდებით. იმედი მაქვს, ერთმანეთს მალე შევხვდებით. ასე რომ, დროებით”, – ამბობს adjaranet.com-ის წარმომადგენელი, გიორგი წერეთელი.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
🔵შორენა ბეგაშვილმა ლუვრის მუზეუმი მოინახულა - ფოტოები
🔵„ასე გაირბინეს წლებმა, სამი წლის თინანუნა და ნატიტილა“ - ნოდარ მელაძის ტყუპები იუბილარები არიან