Digest Logo

სანდრო ბაზაძე - „გულშემატკივარს ვპირდები, რომ კიდევ ბევრი წარმატება იქნება“

1766517791
სანდრო ბაზაძე

სანდრო ბაზაძემ კომენტარი გააკეთა სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებაზე, სადაც მან წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის ჯილდო მიიღო.

32 წლის მოფარიკავე თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის გამარჯვებული კარიერაში პირველად გახდა.

„ბედნიერი ვარ საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებით, რადგან ამ წარმატების მიღმა, ძალიან დიდი შრომა დევს, რომლის გარეშეც არაფერი გამოვიდოდა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდოს მოპოვება ერთ-ერთი მიზანი იყო და ჩემს ტიტულებს ესეც შევმატე.

განვაგრძობ კარიერას, რომელსაც ერთადერთი ჯილდო აკლია – მინდა, ოლიმპიური ოქროს მედალი მქონდეს. იმედია, ამ მიზანსაც მივაღწევ.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ოჯახს, გულშემატკივრებსა და სპორტის სამინისტროს, რადგან მრავალი წელია უკვე გვერდში მიდგანან და მეხმარებიან. გულშემატკივარს ვპირდები, რომ კიდევ ბევრი წარმატება იქნება, იმიტომ რომ წარმატების მთავარი ფორმულა შრომაა“, – თქვა სანდრო ბაზაძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორი წელი იქნება 2026 ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? - ნინა სუსლოვას ასტროპროგნოზი

⭕ეთერ ლიპარტელიანი - „ვეცდებით, კიდევ ბევრჯერ ავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი და დავწეროთ ქართული სპორტის ისტორია“

⭕2 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის იანვარში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება