ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 225 ქულით მსოფლიო რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.
2025 წელს 32 წლის ქართველმა სპორტსმენმა თბილისში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრების ფინალში ბაზაძემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დამაჯერებლად, 15:9 დაამარცხა.
განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილს სწორედ პატრისი იკავებს 206 ქულით. კლასიფიკაციაში მესამეა (169 ქულით) ასევე ფრანგი სებასტიან პატრისი, მეოთხეზე იტალიელი ლუკა კურატოლია (145 ქულა), ხოლო მეხუთეზე – ეგვიპტელი აჰმედ ჰეშამი (143 ქულა).
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარდა, სანდრო ბაზაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია. კონტინენტის პირველობა პირველად მან 2022 წელს თურქეთში მოიგო, ხოლო მეორედ – 2023 წელს ბულგარეთში. ქართველი მოფარიკავე 2023 წელს ასევე გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებულიც.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა მნიშვნელობის მატარებელია ადამიანის სახელი? - ქეთი ოდიშელის განმარტება
⭕„ორიენტირი გვყავს — ქრისტე და ვინც ეძებს — ის პოულობს“ - თეოდორე გიგნაძე
⭕ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დაზიანდა
წყარო: 1tv.ge