Digest Logo

„ორიენტირი გვყავს ქრისტე და ვინც ეძებს, ის პოულობს“ - თეოდორე გიგნაძე

1765175997
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ხშირად არის ხოლმე,
რომ გვინახავს ისეთი ფილმი, ან ადამიანი, ვისაც გინდა, რომ მიჰბაძო,
გინდა, რომ ისეთი იყო, შინაგანად;
ყველა ადამიანისათვის მისაბაძი მაგალითი — იესო ქრისტეა;
ჩვენ მას უნდა მივბაძოთ,
მისნაირი უნდა გავხდეთ
და რომ გავხდეთ — უნდა ვისწავლო, როგორია ის(ანუ, წმინდა წერილი,
და ჩემი პირადი ურთიერთობა ღმერთთან).
ის ცოცხალია,
და მასთან ურთიერთობა არ არის რთული — როცა მე ვცდილობ, რომ მას დავემსგავსო თორემ,
თუ მე ცხოვრებაში ცხოველივით ვცხოვრობ.
აბა, მიდი, გააგებინე გოჭუნიას, რომ შენ ადამიანი ხარ,
ვერაფერს ვერ გააგებინებ.
იმასაც შენ გოჭი ჰგონიხარ
და თუ ამოუწვები ლაფში, საერთოდ.
ვერაფრით ვერ მიახვედრებ, რომ ადამიანი ხარ, მისნაირი არსება ხარ...
აი, ცხოველებს რომ წრთვნიან,
მაგალითად ლომებს,
იციან, ლომს რა დამოკიდებულება აქვს პრაიდის მიმართ,
და ვის ირჩევს პრაიდის უფროსად,
და რა თვისებები უნდა ჰქონდეს დომინანტ მამრს,
მწვრთნელი ამ დომინანტის თვისებებს ავლენს,
და ლომს ჰგონია მწვრთნელი დომინანტი,
და ემორჩილება,
თორემ ერთ წამში გაგლეჯს.
ჰო გესმით?!
და ადამიანთან რომ ღმერთმა ისაუბროს,
ჩვენ თუ ცხოველები ვართ — ვერაფერს ვერ გაგვაგებინებს ღმერთი,
აი, რა უნდა ქნას ღმერთმა, რომ გაგაგებინოს, რომ მე შენთან ვარ, რა უნდა გითხრას?!
თუ ძალას გაჩვენებს და სასწაულს — კი დაემორჩილდები, მაგრამ არ შეიცვლები,
ისევ ის დარჩები.
შენ რომ შეიცვალო, რა უნდა ქნას?
სიყვარული დაგანახვა — აი, ასეთი უნდა იყო,
და თუ გაჰყვები — გაჰყვები, თუ არ გაჰყვები, ძალას ხომ ვერ დაგატანს?!
შენი არჩევანი უნდა იყოს!
მღვდელს შეუძლია მიგანიშნოს — აი, ასე უნდა იარო,
და შენ უნდა იარო.
ადვილი არ არის,
მაგრამ ორიენტირი გვყავს — ქრისტე
და ვინც ეძებს — ის პოულობს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დაზიანდა

⭕„მოჰყვება ძლიერი ფსიქოლოგიური გარღვევები...“ - ურანი წყლის სტიქიებში

⭕ლუვრში წყლის მილის გახეთქვის შედეგად ეგვიპტეს სიძველეთა ბიბლიოთეკის ექსპონატები დაზიანდა