Digest Logo

სანდრო ბაზაძე სამხრეთ კორეის გრან-პრის პრიზიორია

1777831735
 სანდრო ბაზაძე

სანდრო ბაზაძე სამხრეთ კორეის გრან-პრის ბრინჯაოს პრიზიორია. კორეის ქალაქ ინჩეონში გამართულ შეჯიბრებაზე ქართველმა ხმლით მოფარიკავემ 4 შეხვედრა მოიგო.

ქართველმა 1/32 ფინალში იაპონელი იუტო რიკიკატე 15-9 დაამარცხა, შემდეგ თურქ ფურკან იამან ს 15-6, ფრანგ მარკო მასტრულოს კი 15-6 სძლია, მეოთხედფინალში ქართველმა კვალ ფრანგ რემი გარიგს მოუგო. ნახევარფინალში კი ფრანგი მაქსიმე პიანფეტთან წააგო.

შეგახსენებთ, სანდრო ბაზაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ქართველისთვის სამხრეთ კორეაში მოპოვებული ბრინჯაო 2026 წელს პირველი მედალია.

უახლოეს მომავალში ბაზაძეს მნიშვნელოვანი ტურნირები ელის. 15-17 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება, 22-23 მაისს კაირო მსოფლიოს თასს უმასპინძლებს, ხოლო 16-21 ივნისს ტალინში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც ქართველი მოფარიკავე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კონცენტრირდით თქვენს სურვილზე...“ - ფულის მოსაზიდი მარტივი რიტუალი

🎥 10 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა ინსულინზე რეზისტენტული იყოთ – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

⭕„ღირსეულად დახუჭე თვალები“ - თათია შარანგია სამწუხარო ამბავს გვიზიარებს

წყარო: lagazzetta.ge