Digest Logo

სანდრო მამუკელაშვილი „იუტასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

1770018420
სანდრო მამუკელაშვილი

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველი კალათბურთელის „ტორონტო რეპტორსმა“ შინ „იუტა ჯაზი“ 107:100 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 30 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

მან 20 ქულა, 6 მოხსნა და ერთი ჩაჭრა დააგროვა.

„ტორონტო“ 30 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 5 თებერვალს „მინესოტასთან“ გამართავს.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: „გვაქვს სავსემთვარეობა და სამი გეომაგნიტური დღე“ - ვინ უნდა იყოს ფრთხილად და ვის გაუმართლებს?

🎥 „თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა...“ - ქვემო ქართლის პოლიციამ 3 პირი დააკავა

🎥 „ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა მეუღლეს“ - დაკავებულია 1 პირი

წყარო: imedinews.ge