თბილისში, თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. მოპედის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა“ - ფოთი ცნობილ მხატვარს ემშვიდობება