ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პირველად, საქართველო და რეგიონი სპორტზე თხრობის ფორუმს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას ლეგენდარულ ფეხბურთელებთან და მეგობრებთან, თემურ ქეცბაიასთან, კლარენს ზეედორფთან და პატრიკ კლუივერტთან ერთად, თავადაც მიიღებს.
„პირველად, საქართველო და ჩვენი რეგიონი სპორტზე თხრობის ფორუმს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას ლეგენდარულ ფეხბურთელებთან და მეგობრებთან, თემურ ქეცბაიასთან, კლარენს ზეედორფთან და პატრიკ კლუივერტთან ერთად, მეც მივიღებ.
მნიშვნელოვანი წამოწყებაა და დარწმუნებული ვარ, მსგავსი ინიციატივები თუ ღონისძიებები სპორტულ მენეჯერებს, მედიაში მომუშავე ადამიანებს და მათ შორის გულშემატკივრებს სხვა კუთხით დაანახვებს სპორტში მომხდარ ამბებს.
სხვადასხვა ასაკის და გამოცდილების მქონე სპიკერების ერთად შეკრება და მათთან გასაუბრება დაგვეხმარება, რომ ფეხბურთის გარდა სხვა სპორტის სახეობების შესახებაც უფრო მეტი გავიგოთ, მოვისმინოთ მოედანზე თუ მოედნის მიღმა მომხდარი ამბები, რომელიც ხშირად მაყურებლის და მედიის ყურადღების მიღმა რჩება.
12 და 13 აპრილს, გელოდებით წერეთლის 114-ში, Factory 42-ის ტერიტორიაზე“, - წერს შოთა არველაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕თემქაზე ერთმანეთს მოპედი და სატვირთო მანქანა შეეჯახა - დაიღუპა მოპედის მძღოლი