
ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სასტარტო შეხვედრაში პოლონეთს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
ილინას სტადიონზე გამართულ მატჩში ახალგაზრდა „ჯვაროსნებს“ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაკლდა სამი ცენტრალური მცველი: საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლაცაბიძე და ნიკოლოზ უგრეხელიძე. მათ არყოფნაში რამაზ სვანაძემ ძირითად შემადგენლობაში დიდი ხნის უთამაშებელი საბა საზონოვი დააყენა.
პირველი ტაიმი პოლონელების უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ პატრიკ პედას დარტყმის შემდეგ ლუკა ხარატიშვილმა გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. ქართველი ფეხბურთელები ტაიმის ბოლოს გააქტიურდნენ – პირველად პოლონელების კარს ირაკლი აზაროვმა შეუტია, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეფარა და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
55-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ პოლონელების მცველმა ბურთი ვერ მოიგერია და კარის წინ მყოფმა ნოდარ ლომინაძემ ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. 73-ე წუთზე მსაჯმა პოლონელების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა და იაკუბ კალუზინსკიმ წონასწორობა აღადგინა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს თავს...“ - ნოე სულაბერიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს