Digest Logo

🎥 „საქართველოს დროშა და ოვაციები“ - მეგი გოგიტიძის კონცერტმა პეტერბურგში ანშლაგით ჩაიარა

1720610289
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მეგი გოგიტიძე

ქართველმა მუსიკოსმა მეგი გოგიტიძემ, რომელიც რუსეთში აქტიურად მოღვაწეობს და კონცერტებს მართავს, 7 ივლისს მორიგი ცეცხლოვანი კონცერტი გამართა სანქტ-პეტერბურგში.

კადრები, თავად მეგიმ სოციალურ პლატფორმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ კონცერტზე მან ცნობილი ქართული ჰიტებიც შეასრულა. ამასთან, კონცერტის მიმდინარეობისას, მსმენელთა  გარკვეულმა ჯგუფმა საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს, რასაც ოვაციები და ტაში მოჰყვა.

„07.07.24 პეტერბურგი“,- წერს მუსიკოსი.

ცნობილი ფაქტია, რომ მეგი გოგიტიძის შემოქმედებას რუსულ შოუბიზნესში კარგად იცნობენ და საკმაოდ მოთხოვნადი მომღერალია. ამის გამო იგი, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი სამშობლოში. იყო შემთხვევა, როდესაც მას კონცერტიც კი გაუუქმეს.

რაც შეეხება მეგის განმარტებებს, მან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი განმარტება ამ თემაზე:

„ვინც არ იცის იმათთვის. უკვე წლებია რუსეთში ვმოღვაწეობ. მრავალი კონცერტი ჩავატარე ამ წლების მანძილზე დიდ საკონცერტო დარბაზებში და კლუბებში. ის ტყუილია რასაც ავრცელებენ, რომ თურმე ახლა მიმიწვიეს და დიდ ჰონორარებს შემპირდნენ. და კიდევ ბევრმა ბევრი ტყუილი თქვა...

იყოს ისე როგორც თქვენ გინდათ... მე კი ვიქნები ისე როგორც მე მინდა. ჯობდა ვამპირებს არ დამსგავსებულიყავით (იმას ვისაც ეკუთვნის) მე ჩემს გვერდზე თემას ვხურავ..!!!

მგონი კიდევ ვერ იაზრებთ ახლა რას დაეტაკეთ. დრო გაჩვენებთ თქვენ, ნამდვილ მოღალატეებს და ნამდვილ სამარცხვინო ადამიანებს. თქვენ არ გიცნობთ მე… და არც მინდა გიცნობდეთ… ამ ყველაფრის ნიშანს ღმერთი მოგვცემს… იყოს ნება ღვთისა… მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის… ამინ“, - აღნიშნა მომღერალმა.

მეგის ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ პირველი ქართველი, რომელიც „მის ნიუ-იორკის“ ტიტულისთვის იბრძვის - „ ძალ-ღონეს არ ვიშურებ ვასახელო ჩემი ულამაზესი საქართველო!“

🎥 წვეულება ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული ტორტი და ცნობილი სტუმრები - კადრები ლევან კობიაშვილის დაბადების დღიდან