Digest Logo

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ირლანდიის ნაკრებთან დამარცხდა

1790359790
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ირლანდიის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა. ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის პირველი შეხვედრა გამართა. გოლის გატანის შანსი ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა, თუმცა მის მიერ დარტყმული პენალტი ირლანდიის ნაკრების მეკარემ მოიგერია.

ახალი ფორმატის მიხედვით, საქართველოს ნაკრებს 10 დღის განმავლობაში 4 თამაშის ჩატარება მოუწევს. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის ნაკრებთან გამართავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

⭕ ავოკადოს სამკურნალო თვისებები - „დიდი ულუფა ზოგიერთ ადამიანს კუჭის დისკომფორტს ან სიმძიმეს აძლევს“

⭕ „არ აჰყვეთ ცრუ განგაშს და მოზღვავებულ ემოციებს...“ - 26 სექტემბრის სავსე მთვარე: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

✕