Digest Logo

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპს დღეს ლატვიასთან მატჩით დაიწყებს

1719900645
კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები რიგაშია, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება. 6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს დღეს ლატვიასთან 20:00 საათზე გამართავს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1 ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში განაგრძო და ლატვიაში დაასრულა. მზადების ბოლო ეტაპი ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიაში, რიგიდან 30 კილომეტრით დაშორებულ იურმალაში გაიარა, სადაც ორი ვარჯიში და ამდენივე სპარინგმატჩი გამართა. ჩვენი ნაკრები კამერუნთან 1 ქულით დამარცხდა, ხოლო ეგვიპტეს 32 ქულით სძლია.

30 ივნისიდან ნაკრები რიგაში ემზადება.

ჯიკიჩმა ლატვიის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ დაასახელა 12-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ოლიმპიადის შესარჩევს ითამაშებს.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ყველაზე დიდი საჩუქარი რაც მიმიღია ამ ცხოვრებაში თქვენი სიყვარულია, რასაც თვალისჩინივით ვუფრთხილდები“ - ანუკი არეშიძე

სასურველი სასიძოები ეროვნული ნაკრებიდან - „მათი გული ჯერ კიდევ თავისუფალია“

„10 წლის იყო აკადემიაში რომ წავიდა, დედასთან უნდოდა წამოსვლა... ეს ბინა გვიყიდეს ბელგიელებმა“ - რას ჰყვება გიორგი ჩაკვეტაძის დედა