Digest Logo

🎥 „საქართველოს კულტურული ჭრილი ძალიან ჰგავს იტალიას და მგონია, რომ სახლში ვგრძნობ თავს, როცა აქ ვარ“ - რას ამბობს სოფი ლორენის შვილი კარლო პონტი

1708427729
კარლო პონტი

გადაცემა „ღამის შოუს“ ეთერში გიორგი გაბუნიასთან ლეგენდარული იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის შვილი, დირიჟორი კარლო პონტი და მისი ქართველი რჩეული მარიამ შარმანაშვილი იმყოფებოდნენ.

სტუდიაში კარლო პონტმა აღნიშნა, რომ მისი რჩეული ქართველი მერლინ მონროა და უფრო ლამაზია ვიდრე ის.

მისივე თქმით, ძალიან რთულია საქართველოში იყო გამხდარი, რადგან ქართველები ჭამას გაიძულებენ.

„ძალიან რთულია საქართველოში იყო გამხდარი, რადგან ქართველები ჭამას გაიძულებენ. ყოველთვის უნდა ჭამო, წინააღმდეგ შემთხვევაში სწყინთ. ამ მხრივ იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანან. საქართველოს კულტურული ჭრილი ძალიან ჰგავს იტალიას და მგონია, რომ სახლში ვგრძნობ თავს როცა აქ ვარ. ქართული ენა ძალიან მომწონს, ცოტა რთულია, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ ვისწავლო, თქვენი ხელწერა და კალიგრაფია ძალიან მომწონს“, - ამბობს კარლო პონტი.

„ჩვენი სიყვარულის ისტორია ჰოლივუდურად დაიწყო. სახლურ პირობებში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში ავტვირთე და ჰეშთეგად პიანო მივუთითე. კარლომ ნახა ჩემი ფოტოები და მომწერა. სამი დღე ისე ვწერდით ერთმანეთს არ ვიცოდი ვინაობა. შემდეგ მწერს რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო მისთვის, რადგან მისი ოჯახი ოსკარზე იყო წარდგენილი. გამიჩნდა კითხვა რატომ? - შემდეგ მითხრა, რომ დედამისი სოფი ლორენი იყო“, - იხსენებს მარიამ შარმანაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მე და ჩემი პატარა კაცი ხარება“ - ლევან გორგაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ

🎥 „მადლობა რომ ხარ და რომ, ჩემი შვილი გქვია“ - ნატო გელაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს