Digest Logo

„საქართველოს მიერ პორტუგალიის დამარცხება ევრო-2024-ის უდიდესი შოკია, ესპანეთთან მატჩში ქართველები კიდევ ერთი გადატრიალების მოხდენას შეეცდებიან​“ - „ნიუ-იორკ თაიმსი“

1719472815
ეროვნული ნაკრები

საქართველოს მიერ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას „ნიუ-იორკ თაიმსი“ ევრო-2024-ის უდიდეს შოკად აფასებს.

„ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი (FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით), საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა, რითაც ქვეყნისთვის სადებიუტო მასშტაბურ ტურნირში პლეიოფში ადგილი უზრუნველყო“, – წერს გამოცემა.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საქართველომ პირველი გოლი, მეორე წუთზე უზომოდ ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში გიორგი მიქაუტაძის პენალტი მოჰყვა.

„საქართველოს გასაოცარი გამარჯვება ნიშნავს, რომ თურქეთის შემდგომ მესამე ადგილზე გავიდნენ და მათი ჯილდოა – კვირას კიოლნში, ესპანეთთან მატჩი. ეს იქნება რთული პერსპექტივა, შეხვდე ტურნირის ერთადერთ გუნდს, რომელსაც 100-პროცენტიანი მოგების მაჩვენებელი აქვს. მაგრამ ისინი ეცდებიან, კიდევ ერთი გადატრიალება მოახდინონ“, – წერს „ნიუ-იორკ თაიმსი“.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ CNN: გელზენკირხენში ისეთი ღრიალი გაისმა, შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა, ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე საქართველოს ისტორიაში

⭕ „ვნახე ვიდეოები რაც საქართველოში ხდება, მიყვარხართ გულში და ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის“ - გიორგი ქოჩორაშვილი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕„საქართველომ აჩვენა, რომ დიდ ტურნირებზე თამაში შეუძლია და აქ დამსახურებულად ვართ“ - გიორგი წიტაიშვილი

წყარო: 1tv.ge