Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1719468878
ღრუბლიანი ამინდი

27 ივნისს ქუთაისში +28 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ფოთში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +26 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიური ამინდია ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +22, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +30 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საქართველომ აჩვენა, რომ დიდ ტურნირებზე თამაში შეუძლია და აქ დამსახურებულად ვართ“ - გიორგი წიტაიშვილი

„ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელია

„მგონი, მართლა მაგარი ექიმი ვარ, ბიჭო...“ - დათო ხარაბაძე ისტორიული გამარჯვების შემდეგ