Digest Logo

„საქართველომ აჩვენა, რომ დიდ ტურნირებზე თამაში შეუძლია და აქ დამსახურებულად ვართ“ - გიორგი წიტაიშვილი

1719468482
გიორგი წიტაიშვილი

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ევრო 2024-ის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების პირველი და ისტორიული გამარჯვება გიორგი წიტაიშვილმა შეაფასა:

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხალხს, ვინც აქ მოვიდა. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ შეძლეს და ჩამოვიდნენ. ეს იყო ჩვენი მადლობა, მათთვის ვინ აქ ჩამოვიდა, გვიყურებდა, გვერდში გვედგა და სჯეროდა ჩვენი.

მოედანზე არანაირად არ იგრძნობოდა, რომ პორტუგალიელები ძალების დაზოგვით თამაშობდნენ. პირიქით, მათი მთავარი ვარსკვლავი გაღიზიანებული იყო, რომ თამაში არ მისდიოდათ. ჩვენ კი ყველაფერი ჩავდეთ ამ გამარჯვებაში, რომ ხალხი ისევ გაგვეერთიანებინა. ისევ 26 რიცხვს დაემთხვა და მგონი, ყველაზე კარგი რიცხვია, რაც შეიძლება იყოს. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, რადგან ეს ისტორიული გამარჯვებაა.

ჩვენთვის ყველა თამაში ფინალივით იყო, ხვალიდან კი ესპანეთთან ჩასატარებელ მატჩზე ვიფიქრებთ. ყველას ეგონა, რომ საქართველო უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად იყო ჩამოსული, მაგრამ საქართველომ აჩვენა, რომ დიდი ტურნირებზე თამაში შეუძლია და აქ დამსახურებულად ვართ“,- განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელია

„მგონი, მართლა მაგარი ექიმი ვარ, ბიჭო...“ - დათო ხარაბაძე ისტორიული გამარჯვების შემდეგ

„საქართველომ პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა, პლეი-ოფში გადასვლა შეძლო და ისტორია დაწერა“ - BBC

წყარო: 1tv.ge