
თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში უკრაინა 45:28 დაამარცხა და T16-ში (მერვედფინალში) გავიდა, სადაც უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ სანდრო ბაზაძის, ბექა ბაზაძის, ვახტანგ არჩვაძისა და გიორგი ურუშაძის შემადგენლობით წარდგა.
ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში შეჯიბრება 28 ივლისს, 09:00 საათიდან განახლდება.
25 ივლისს ხმლით მოფარიკავეთა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა, რომელმაც ფინალში ფრანგი სპორტსმენი დაამარცხა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უსექსუალურესი...“ - ნინა წკრიალაშვილი პიკანტურ კადრებს აქვეყნებს
⭕„ულამაზესი...“ - სალომე ღვინიაშვილი ახალ კადრებს გვიზიარებს
წყარო: 1tv.ge