Digest Logo

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

1769433588
რაგბი ევროპის ჩემპიონატი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეოზნისთვის მზადებას იწყებს – „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩს 8 თებერვალს, სტუმრად შვეიცარიასთან გამართავენ, 15 თებერვალს ქართველ მორაგბეებს ასევე გასვლითი მატჩი აქვთ ამსტერდამში, ნიდერლანდების ნაკრებთან, ჯგუფურ ეტაპს კი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთთან მატჩით 21 თებერვალს დაასრულებენ.

B ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, გერმანია და ბელგია მოხვდნენ.

ჩემპიონატი 2026 წელსაც შარშანდელი სისტემით გაიმართება – პირველ ეტაპზე რვა გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ორ-ორი გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავა, დანარჩენები კი V-VIII ადგილებისათვის იბრძოლებენ.

ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს მადრიდში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების განახლებულმა სამწვრთნელო შტაბმა ტურნირისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში რამდენიმე დებიუტანტია. მწვრთნელებმა ნაკრებში რამდენიმე ისეთი მორაგბე დააბრუნეს, რომლებსაც გარკვეული პერიოდი „ბორჯღალოსნებში“ არ უთამაშიათ. 2021 წლის შემდეგ გუნდში ბრუნდება „სტად ფრანსეს“ ბურჯი გიორგი მელიქიძე, რომელიც საფრანგეთში შესანიშნავ სეზონს ატარებს – მის ანგარიშზე 14 შეხვედრაში 8 ლელოა.

გაფართოებულ შემადგენლობაში სულ 34 მორაგბეა, რომელთაგან 20 შერკინების, ხოლო 14 ხაზის მოთამაშეა. 27 ლეგიონერი, ხოლო ექვსი – „შავი ლომის“ მოთამაშეა, ნიკოლოზ რეხვიაშვილი კი საქართველოს ჩემპიონატში „ყოჩების“ ღირსებას იცავს.

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე („კლერმონი“), ლუკა გოგინავა („მონ დე მარსანი“), მამუკა მსტოიანი („აჟენი“), ვანო კარკაძე („ოიონა“), ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“); ირაკლი აფციაური („ლიონი“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), გიორგი მელიქიძე („სტად ფრანსე“);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), თემურ წულუკიძე („ოიონა“), დავით ლაგვილავა („პერპინიანი“), გიორგი ჯავახია („ტულონი“), გაგი მარგველაშვილი („რასინგი“);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი („ბრისტოლი“), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ანდრო დვალი („პერპინიანი“), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), იოანე იაშაღაშვილი („მონ დე მარსანი“);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), გელა აფრასიძე („პერპინიანი“), გიორგი სპანდერაშვილი („შავი ლომი“); ლუკა მატკავა („ოიონა“), თედო აბჟანდაძე („ორიაკი“);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), გიორგი შველიძე („ბრივი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), დავით ბარბაქაძე („ლიონი“);

ფრთა: ნიკოლოზ რეხვიაშვილი („ყოჩები“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“);

ფულბეკი: დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“), ოთარ მეტრეველი („შავი ლომი“).

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ბაბუაჩემმა თავი მოიკლა და წესი არ აუგეს...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

⭕„ამ უდაბნოს ბოლოს უკვე ბრწყინავს სააღდგომო ნათელი , ქრისტეს სასუფევლის ელვარება!...“ - რა უნდა ვიცოდეთ მარხვის წინა მოსამზადებელ პერიოდზე

⭕„როდესაც ცხოვრება მოგთხოვს ძნელად გადასატან სირთულეს გაუმკლავდე, გაიხსენე ღვთის გლახა...“ - რას წერს გია მურღულია