საქართველოს საპატრიარქომ წმინდა მეთოდესა და კირილეს თანასწორ მოციქულთა ხსენების დღის ფარგლებში, რომელიც 24 მაისს აღინიშნა, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი გააგზავნა.
მოსკოვის საპატრიარქო იუწყება, რომ რუსეთის პატრიარქთან ერთად, მოსკოვში წირვას ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ნიფონი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ნიკოლოზი, სერბეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ეპისკოპოსი ანტონიჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის წარმომადგენელი, არქიმანდრიტი ვასიანე დაესწრნენ.
სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს (11 ეკლესიას) მოსკოვში კირილეს მფარველი ანგელოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით დელეგაცია არ გაუგზავნია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵სირცხვილია: ურალის ცეკვის ანსამბლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია