ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში, საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 14:11 დაამარცხა.
შეხვედრის სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ქართველმა წყალბურთელებმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 6:2 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება იზეიმეს.
საქართველოს ნაკრები ბელგრადში კიდევ ერთ მატჩს გამართავს – მე-9 ადგილის დასაკავებლად ქართველი წყალბურთელები 22 იანვარს, 18:15 საათზე საფრანგეთს დაუპირისპირდებიან – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრები:
ირაკლი რაზმაძე (მეკარე), დუშან ვასიჩი (4), ვატო დადვანი (3), საბა ტყეშელაშვილი (2), სანდრო ადეიშვილი (1), ველკო ტანკოსიჩი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1), ლუკა ჩიქოვანი (1), ანდრია ბითაძე, გიორგი მაგრაქველიძე (1), იოვან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი, სტეფან პიეშივაცი, გიორგი გვეტაძე (მეკარე).
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕3 მეცნიერული გზა სწრაფად ჩაძინებისთვის
⭕ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
წყარო: 1tv.ge