
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი.
მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საცოდაობა ტრიალებს...“ - ქობულეთში მძიმე ავარიაში დაღუპული ოთხივე ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია
🎥 „დედისერთა იყო...“ - ქობულეთში, უმძიმეს ავარიაში დაღუპულის ვინაობა ცნობილია