ქართველი მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მან ბრინჯაოს მედალი მიპოვა და პირველი ქართველი მოკრივე გახდა, რომელიც ოლიმპიურ მედალს დაეუფლა.
სპორტსმენმა პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეაფასა, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა.
„საქართველოში რომ ყოფილიყო გახსნის ასეთი ცერემონია, დარწმუნებული ვარ, მეც და ყველა ჩვენი სპორტსმენი, არც ერთი არ მიიღებდა მონაწილეობას და პროტესტსაც გამოთქვამდნენ. ეს არის გლობალური ცვლილება. როდესაც გავდივარ საბრძოლველად, ვიწერ პირჯვარს და ვაჩვენებ საზოგადოებას, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ერი ვართ და ღმერთის გარეშე არაფერი ხდება!“,- ამბობს მოკრივე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
⭕პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ხუთი ქართველი არბიტრი მონაწილეობს