Digest Logo

საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი

1787293172
მზიანი ამინდი

საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-დან 33 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 32 გრადუსამდე დათბება. სინოპტიკოსების პროგნოზით, უნალექო ამინდი ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში 24-25 აგვისტომდე შენარჩუნდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ძირითადად მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღის საათებში 30-32 გრადუსის ფარგლებში იქნება.

„დღეისთვის. მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. უნალექო ამინდი ძირითადად გაგრძელდება დასავლეთ საქართველოში 24 რიცხვამდე, ხოლო, აღმოსავლეთში 25 რიცხვამდე“, - განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „იცოდით, რომ დღე-ღამეში გაქვთ ერთი განსაკუთრებული წუთი, რომელიც თქვენი დაბადების თარიღშია „დაშიფრული“?“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ „რატომ არის, რომ ადამიანები ვერ ინარჩუნებენ სტაბილურად სულიერ ცხოვრებას?!...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ „ერთადერთი ადგილი, სადაც წესრიგის დამყარება ნამდვილად შეგვიძლია — საკუთარი სულია...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

წყარო: imedinews.ge