მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ თურქეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. დონორი მისი მეგობარი, მომღერალი გიორგი მახარაშვილია.
გიორგი მახარაშვილის მეუღლე ლეკა მიქაძე საზოგადოებას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას. ამჯერად ის წერს, რომ ორივე პალატაშია გადაყვანილი, აქვთ ტკივილები და ბოლომდე ვერ უყუჩებენ.